გუშინ საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული გიგი უგულავა ამ დრომდე სასამართლო პროცესის მოლოდინშია. მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლო ჯარიმით არ შემოიფარგლოს და მას 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდონ.
"რაც განხორციელდა მაგალითად გიგი უგულავასთან მიმართებაში არის აბსოლუტურად უკანონობა, ჩვენ მიერ მოპოვებულ იქნა უწყვეტი ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ არავითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გიგი უგულავას მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მას ედავებიან, რომ ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა, ჯერ ერთი, წვრილმანი ხულიგნობა აბსურდია, არც შეურაცხყოფა მიუყენებია არავისთვის არ უგინებია არც უცენზურო სიტყვებით მიუმართავს, იგი აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს.
ჩვენი მეზობელი რუსეთის ფედერაცი მაგალითი ძალიან კარგად გადმოღო ხელისუფლებამ და ხდება მასობრივად დემონსტრანტების დაკავება, რომ მოქალაქეები დააშინონ, რომ აღარ გაბედოს პოლიტიკურა აქტიურმა მოქალაქემ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან საპროტესტო აქციში", - თქვა გიორგი კონდახიშვილმა.
მისივე თქმით, კანონის მიხედვით, როცა დემონსტრანტების რაოდენობა იმდენია, რომ აუცილებელი ხდება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, ეს დანაშაული არაა.