საქართველოში ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაგეგმილი რეფორმები - შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა შეიქმნას მეტი ერთიანობა და თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის ჩათვლით: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე, გახსნით ცერემონიალზე ისაუბრა. 

მიშელის თქმით, საქართველოს წინაშე მთავარი გამოწვევა ახლა უკვე დაგეგმილი რეფორმების თანმიმდევრული გატარებაა. 

"საქართველოში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაგეგმილი რეფორმები, თანმიმდევრულად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემითა და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ ავცდებით მთავარ მიზანს ამ საკვანძო სფეროებში, მაღალი რისკია, რომ დავკარგოთ ის სხვა მიმართულებებითაც. 

ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა შეიქმნას მეტი ერთიანობა და თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის ჩათვლით: საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.

ეს ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას და ქვეყანას გაუხსნის გზას მდგრადი ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით თავიანთი საზოგადოებების მხარდასაჭერად, რათა მათ მისდიონ ევროპულ მისწრაფებებს და შეძლონ კოორდინაცია პარტნიორებსა და ბრიუსელს შორის.

ეს ასევე მოიცავს ევროკავშირთან ასოცირების შესაბამის დღის წესრიგს და ამან უნდა გამოიწვიოს რეფორმების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მომავლის უფრო ფართო დღის წესრიგი",- თქვა შარლ მიშელმა 

ცნობისთვის, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს საქართველოდან პრემიერი ღარიბაშვილი ესწრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი