შეცდომა იყო, როცა NATO-მ 2008 წელს უარი თქვა საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე - ლინკევიჩუსი

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავს დაესხნენ 2008 წლის ნატოს ცნობილი სამიტის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. ჩემი აზრით, ეს არის აბსოლუტურად ბიუროკრატიული მექანიზმი: წევრობის სამოქმედო გეგმა, ეს არ არის წევრობა, ეს არის უბრალოდ გეგმა, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა რიგაში, უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

"მაშინ ჩვენ ვიყავით უმცირესობაში, ვამბობდით, რომ საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე უარით, ჩვენ მოვახდენდით აგრესორის პროვოცირებას და მივცემდით სიგნალს, რომ მათ სამოქმედო სივრცე ჰქონდათ. მაშინ ჩვენ გვითხრეს, რომ ვცდებით. ბოლოს, როდესაც ეს კონფლიქტი, ომი დაიწყო და საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოხდა, ვუთხარით მათ, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. ომი მოხდა, ტერიტორიებია ოკუპირებული - გვითხრეს, რომ ვცდებოდით, რადგან შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. ახლა აზროვნების იმავე ხაზზე ვართ, ისევ მიგვაჩნია, რომ სწორი იყო. არადა, არ შეიძლება სწორი იყოს, რადგან სახეზეა საქართველოს მაგალითი და შემდეგ უკვე ყირიმის ანექსია. დონბასის წინააღმდეგ აგრესია ახლაც მიმდინარეობს, მიმდინარეობს ბორდერიზაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე დონბასში გრძელდება რუსეთის პასპორტების გაცემა. ჰიბრიდული მეთოდების გამომგონებლები ძალიან კრეატიულები არიან. რა იქნება შემდეგი? რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ? თუ საფასური მისაღები და მართვადია, მაშინ ისინი გააგრძელებენ, რატომაც არა?" - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

 დიპლომატი მონაწილეობდა გუშინ გამართულ დისკუსიაში, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ეხებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი