
საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე დაკავებული გიგი უგულავა ამ დრომდე ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის ისევ მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებს. დღეს 12 საათზე მისი დაკავებიდან 48 საათიანი ვადა იწურება, ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყება ბრალის წარდგენის პროცედურას მიზანმიმართულად აჭიანურებს.
"გიგი უგულავას როგორც დაკავება, ასევე ორი დღის განმავლობაში მისი დატოვება მარნეულში დროებითი მოთავსების იზოლატორში არის აბსოლუტურად უკანონო და მიზნად ისახავს პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების დაშინების მცდელობას, რომ მათ არ მიიღონ მოანწილეობა სამომავლოდ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში", - თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.
გიგი უგულავას პოლიციისადმი დაუმორჩიელბლობას ედავებიან.