კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში რუსულ ენერგეტიკულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოს ძვირი უჯდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, "ინტერ რაოს" შვილობილი კომპანიების სარჩელის საფუძველზე, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ ქართულ მხარეს 80 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამ დრომდე მალავს.
"ინტერ რაოში" ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა დააზარალა, რომელიც 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა.