მიჩიგანის შტატში, 15 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა - 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში 15 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. სროლას 3 მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 პირი კი დაშავდა, მათ შორისაა მასწავლებელიც.

ოფიციალური პირების თქმით, დაიღუპა 16 წლის ბიჭი, 14 და 17 წლის გოგონები.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილმა სკოლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა იარაღით, რომელიც მისმა მამამ პარასკევს იყიდა.

ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა. დაკავების დროს სროლა არ მომხდარა. პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სროლის მოტივი ჯერ დადგენილი არაა. დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი