გიგი უგულავა მარნეულიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. ის ამ წუთებში პროცესის დაწყებას ელოდება.
"მარნეული მოვიარე, გამიშვებენ კიდე სადმე კურორტზე ხაშურში. აბასთუმანში თუ არის კაპეზე, აბასთუმანის კაპეზეს ვითხოვ, სუფთა ჰაერზე, ან ბორჯომის", - თქვა გიგი უგულავამ პროცესის დაწყებამდე.
როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, პროცესზე არაერთ მტკიცებულებას წარადგენენ, რომელიც დაადასტურებს, რომ გიგი უგულავას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ დაურღვევია. თუმცა, უფლებადამცველი არ გამორიცხავს, სასამართლომ ჯარიმა ან პატიმრობაც გამოიყენოს.
ცნობისთვის, გიგი უგულავა 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.