აქცია-პერფორმანსი ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან - "ევროპული საქართველოს" წევრებმა უწყებასთან ბანერი მიიტანეს, რომელზეც ადამიანის ყური იყო გამოსახული "ქართული ოცნების" ლოგოთი.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, ამ ფორმით უწყების ფუნქცია-მოვალეობები გააპროტესტეს. მათი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების ნაცვლად სუს-ი მოქალაქეების მოსმენითაა დაკავებული.

ბანერის დადგმაში აქციის მონაწლეებს ხელს პოლიცია უშლიდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

მოგვიანებით, "ევროპული საქართველოს" წევრების მიერ დატოვებული ბანერი სამართალდამცავებმა დააზიანეს და ნაგვის უნარში ჩააგდეს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი