საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილების შედეგად, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ:
ცნობისთვის, კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ოპოზიციის გარეშე წარიმართა. პროცესში მონაწილეობა არც ევროკავშირის საელჩომ მიიღო. ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ამის მიზეზი გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა გახდა. მოსამართლეთა შერჩევის არშეჩერების გამო, ხელისუფლება აშშ-ის საელჩომაც მწვავედ გააკრიტიკა. საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია.