თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
უგულავა ორი დღის წინ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ბრალი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში ედება.
ადვოკატის განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა, რადგან მათ აქვთ უწყვეტი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ უგულავას კანონდარღვევა არ ჩაუდენია.