ირაკლი შოთაძე ლავასოღლის ნათესავებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან. მათი ინფორმაციით, შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან ორშაბათს არის ჩანიშნული და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა პროტესტს.

მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხვნით საპროტესტო აქციები ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. იუსტიციის სახლთან ამ დრომდე კარვებია გაშლილი და 17 პირი შიმშილობს.

გუშინდელ აქციაზე დაკავებულები კი სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსმართლემ ირმა ტოგონიძემ ცხრავე დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო, რვა დააჯარიმა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, აკაკი ბართაიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ პოლიციის მოთხოვნას იმიტომ არ დაემორჩილა, რომ ვერ გაიგო, ორი დაკავებულის თქმით კი გზის სავალი ნაწილიდან ვერ გადავიდნენ, რადგან ვერ მოახერხეს.

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ლავასოღლის მხარდამჭერები გუშინ დააკავეს.

მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის საქართველოში ორჯერაა გასამართლებული. ბოლოს ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა. გორაძე ამ დროისთვის თურქეთში, პატიმრობაში იმყოფება.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი