"ყველაფერს ვიზამ, რათა უკრაინა ჩვენი გახდეს, ის ჩვენი უკრაინაა"- ამის შესახებ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ლუკაშენკო ამბობს, რომ თუ "რუსეთი უკრაინის აგრესიის წინაშე აღმოჩნდება", ის დაეხმარება რუსეთს, როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად.
”არასდროს ვიქნები იმ ნაციონალისტური მღელვარების მხარეს, რომელიც დღეს უკრაინაშია. გესმით? მე ყველაფერს ვიზამ, რათა უკრაინა ჩვენი გახდეს. ის ჩვენი უკრაინაა, ჩვენი ერია იქ. ეს ჩემი ემოცია არაა, ეს ჩემი ღრმა რწმენაა. ამიტომაც, თუ რუსეთი უკრაინის აგრესიის წინაშე აღმოჩნდება ჩვენ მჭიდრო იურიდიული, ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირით ვიქნებით რუსეთთან.”- განაცხადა ლუკაშენკომ.