
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ თამლიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. თამლიანმა კი განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
შეგახსენებთ, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს.
საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა.