"შემოუშვით ჟურნალისტები, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლოს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს სასამართლოს, ჟურნალისტებს, თუნდაც აპარატურის გარეშე, მისცენ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები. თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, ხვალ, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" გაასამართლებს. სასამართლოს მიმდებარედ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დააანონსა საპროტესტო აქცია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი