აბსურდული ბრალდებები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ | რას ცდილობს ხელისუფლება

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას პოლიტიკური საქმეების ჩამონათვალი იზრდება. "მთავარი არხის" დამფუძნებლის გასანეიტრალებლად ხელისუფლებისთვის ყველა საბაბი მისაღებია, ყველაზე აბსურდულიც კი.

ამჯერად პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა გამოიყენა და გამოძიება დაიწყო, რომელიც შესაძლოა ნიკა გვარამიას ერთწლიანი პატიმრობა და ადვიკატის ლიცენციიის ფასი დაუჯდეს.

მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, იძლევა შესაძლებლობას, გამომძიებლებმა საკუთარი შეხედულების მიხედვით გადაწყვიტონ, იყო თუ არა 90-იანი წლების ყველაზე ცნობილი ხუმრობა, შეურაცხყოფა. თუმცა არსებობს ვიდეო მტკიცებულებებიც და თავად ამ ტერმინის დამკვიდრების ისტორია "ქართულ ოცნებაშიც" კი ბევრს აიძულებს აღიაროს, რომ ამ საქმეში გამოსაკვლევი არაფერია.

ასევე იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი