"ეს არის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება" - კალაძე რუსული ენერგოგიგანტისთვის გადასახდელ 80 მილიონზე

გამოქვეყნდა:

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. დღეს მოვისმინეთ სრული აბსურდი თქვენი ტელევიზიების საშუალებით - აცხადებს თბილისის მერი კალაძე "ინტერ რაოს" საქმის საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით. კალაძის მტკიცებით, სახელმწიფოს ეს დავა არ წაუგია:

"სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

მათი მოთხოვნა იყო, რომ კახა კალაძეს ხელი უნდა მოეწერა ჩემს თანამშრომლებთან ერთად და 200 მილიონი გადაგვეხადა ამ კომპანიისთვის, რასაც რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი და ეს არის 2003 თუ 2007 წელში გაფორმებული ხელშეკრულება, წინა ხელისუფლების დროს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს" ამბობს კალაძე.

ინფორმაცია, რომ საქართველომ რუსულ კომპანია "ინტერ რაოს" 80 მილიონი უნდა გადაუხადოს, რუსულმა მედიამ გაავრცელა.

სადაო პერიოდი კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდს ეხება.

"ინტერ რაოში" ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა დააზარალა, რომელიც 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა.

ამავე თემაზე:

იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა - თურნავა "ინტერ რაოსთვის" გადასახდელ მილიონებზე
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი