"ამ შეხვედრების აზრი მალე გამოჩნდება" - ბათუმში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებთან შეხვედრებს აგრძელებენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს აგრძელებენ. ისინი საელჩოების წარმომადგენლებს გაყალბებულ არჩევნებსა და ნუგზარ ფუტკარაძის საეჭვო გარდაცვალების საქმეზე ინფორმაციას დღესაც მიაწვდიან.

გარდა ამისა, შეხვედრას გამართავენ სერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლებთან.

"ბათუმის შესახებ ვესაუბრებით მათ, ინტერესი არის მაღალი, შეხვედრები გრძელდება და დანარჩენი ვნახოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას აშეხვედრებს აქვს აზრი და ეს მალე გამოჩნდება. შეხვედრები გრძელდება და დღესაც ვაპირებთ შევხვდეთ რამდენიმე ქვეყნის ელჩს", - თქვა გორგი კირთაძემ. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა კარგად უნდა იცოდნენ, როგორ ცდილობს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას, იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოხმაურება უმკაცრესი იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი