ზუსტად ვიცი, რომ თავისი ფუფუნებისთვის და კეთილდღეობისთვის ქვეყნიდან 1 თეთრის ამღები არ იყო - მიხეილ სააკაშვილის ძმა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესია ჩანიშნული, მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი მივიდა. მას სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა ამის შესაძლებლობას.

რაც შეეხება ბრალდებებს, გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ამას მიხეილ სააკაშილი სიტყვით გამოსვლისას დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

"ამ სასამართლოსგან არ ველოდები განსაკუთრებულ შედეგებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიშას მიეცემა საშუალება, კვლავ წარდგეს სიტყვით, დაელაპარაკოს ქართველ ხალხს, გააგებინოს, რომ ეს არის მართლა პოლიტიკურად შეთითხნილი ბრალდება. როგორ შეიძლება ვედავებოდეთ, 9 მილიონზეა მგონი საუბარი... მიშას ძალიან ახლოს ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ თავისი ფუფუნებისთვის და კეთილდღეობისთვის ქვეყნიდან ერთი თეთრის ამღები არ იყო", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში სპეცრაზმის თანხლებით მიიყვანა. სასამართლოს ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.

პროცესი პარალელურად, სასამართლოს მიმდებარედ აქცია იმართება. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ამასთან, ადგილზე ენმ-მ ეკრანი დაამონტაჟა იმისათვის, რომ იქ შეკრებილებმა სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი