მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა პირველ არხს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პირდაპირი ტრანსლირების უფლება არ მისცა

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ტრანსლირების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს დაესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაიღებს და მასალას ისე გაავრცელებს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მაინც გეგმავენ სხდომის გაშუქების მოთხოვნით, შუამდგომლობის დაყენებას:

"ყველა პროცესზე ამ მოთხოვნას დავაყენებთ, იმიტომ, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს. ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ პიჯაკების საქმე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი