"როგორც წინა სასამართლოზე ვიხილეთ, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა. თუმცა, მიმაჩნია, რომ რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი ახლა და რატომ გამოიტანა თავის დროზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას."
აცხადებს გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე და მის სასამართლოზე საუბრისას.