"პოლიტიკური მიკერძოება არ არის" - მოსამართლემ პროკურორების აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორების, გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები პროკურორების აცილებას პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების გამო ითხოვდნენ, რომელიც ამავე დროს, კონკრეტულ საქმესთან კავშირში არ იყო, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ გაიზიარა.

„სიუჟეტში რა თარიღებიც იყო ნახსენები და დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ თარიღების შემდეგ იმდროინდელ პრეზიდენტს შეეძლო თუ არა საზღვარგარეთ ასეთი მომსახურება მიეღო, ეს უკვე გადადის გარკვეულწილად, შესაძლებელია სცილდებოდეს სამართლებრივ ფარგლებს, იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღარ ეხება, თუმცა მხოლოდ მორალურ სტილში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თარიღების შემდეგ, პრეზიდენტს უნდა მიეცა თუ არა თავისი თავისთვის უფლება, რომ ასეთი მომსახურება მიეღო. აქ პოლიტიკური მიკერძოება ნამდვილად არ არის გამოვლენილი, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცულია“, - თქვა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა გრძელდება. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი