მურუსიძემ 102 000$ გადაიხადა ავტომობილში, შოთაძემ აიშენა სასახლე, რომელიც არც დამესიზმრება... არაფერი მოუპარავთ ხო? - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესზე მოსამართლეებისა და პროკურორების შესახებ ისაუბრა. 

მან მაღალი თანამდებობის პირების მიერ ბოლო წლებში შეძენილ ქონებებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეზე, გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და ყოფილი გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე. 

"ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი. სასამართლო კლანის ხელმძღვანელმა ლევან მურუსიძემ, პანდემიის დროს ეკონომიკა რომ ჩამოგვეშალა, მრავალი ასეული ათასი გადაიხადა ფეშენებელურ სასახლეში და ასევე, 102 ათასი დოლარი ავტომობილში. არაფერი მოუპარავს ხო ? მე პრეზიდენტი ვიყავი და ასეთი არაფერი მაქვს.

ამას წინათ ტელევიზორში ვნახე რომელიღაც არხზე მთავარი პროკურორის სასახლე, რომელიც არც დამესიზმრება. კიევში მე მეგონა მაგარი სახლი ავაშენე და პატარა სარაიაა იმასთან შედარებით, რაც აიშენა შოთაძემ, მისმა მოადგილეებმა.

ფარცხალაძემ, რომელიც არის თქვენი მამა და მარჩენალი, გადადგომიდან რამდენიმე კვირაში 3 მილიონამდე ლარის უძრავი ქონება დაირეგისტრირა. წარმოიდგინეთ, მართლა შავი ბუღალტერია, რასაც ესენი ეძახიან, რამდენია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის გამოსვლას პროკურორების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მას სიტყვით გამოსვლა რამდენიმე წუთით შეაწყვეტინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი