
საქართველოს მესამე პეზიდენტი, ხანგრძლივი შმშილობის შემდეგ გორის სამხედო ჰოსპიტლში მკურნალობას განაგრძობს. დღეს მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები და თანამებრძოლები ჩავლენ.
როგორ ხედავს და აფასებს პროცესების გაგრძელებას მესამე პრეზიდენტი, რა დარჩა სათქმელი საზოგადოებისთვის.
"ჩვენი ვიზიტი პრინციპში ძირითადად შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გუშინდელი პროცესის მოკლე და გრძელვადაინ შედეგებს და სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვას. გუშინდელმა პროცესმა შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, მათ შორის ამ საქმეშიც სამომავლო სტრატეგიის კუთხით", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
მიხეილ სააკაშვილის შემდეგ სასამართლო სხდომა 23 დეკემბერსაა ჩანიშნული, ამჯერად ის მართლმსაჯულების წინაშე 7 ნოემბრის საქმესთან დაკაშვირებით წარსდგება.