"ქვეყნის იმიჯი და საინვესტიციო გარემო ზიანდება" - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის წევრები ამბობენ, ხელისუფლების მხრიდან არაპროგნოზირებადი საკანონმდებლო ინიციატივები არსებითად აუარესებს ქვეყნის იმიჯს, საინვესტიციო გარემოს და ნეგატიურად აისახება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებაზე.

"მთავრობა არ გამოდის ჩვენთან კონსტრუქციულ დიალოგზე, რაც საკმაოდ სამწუხაროა. როდესაც ხდება ასეთი გლობალური ცვლილებების მიღება, რომელიც ბიზნესს მიაყენებს საკმაოდ სერიოზულ დარტყმას და ფაქტობრივად, მისი საგადასახადო წნეხი გაიზრდება 70%-მდე, ბიზნესთან კონსულტაციები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

ჩვენს უკან დგას ისეთი მსხვილი კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილები არიან საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე და ასეთი ტიპის უხეში განცხადებები ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას, მათი აქციების ფასს და მთლიანად ზიანს აყენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს", - ამბობს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაიშვილი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი