კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი თვლის, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ქვეყანა წყენის საფუძველზე დატოვა და ის ახლა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს:
"მე ვიცი, რომ ამ სპორტსმენს ჰქონდა შესაბამის ფედერაციასთან, თუ ხელმძღვანელობასთან პრობლემა, რომელიც თუ სწორად ვიცი, მუშტი -კრივთან იყო დაკავშირებული და წყენის საფუძველზე, რომელიც ფედერაციიდან მომდინარეობდა, ბატონმა ზურამ დატოვა ქვეყანა და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს ბატონი ზურაბ დათუნაშვილი, ეს სამწუხაროა" ამბობს თეა წულუკიანი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს. მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. საქართველოდან კი მას შემდეგ წავიდა, რაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, სამართალს ვერ მიაღწია.
გეგეშიძემ დათუნაშვილს 2018 წლის დეკემბერში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის არაერთი ფაქტი დაიდო, არსებობდნენ თვითმხილველებიც, გამოძიებამ ხელისუფლებასთან დაახლოებული გეგა გეგეშიძე არ დაადანაშაულა.
ამავე თემაზე:
ზურა დათუნაშვილი - საკუთარი ქვეყნიდან დევნილი სპორტსმენის გზა ტრიუმფამდე