ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს - მოკლულის ცოლს 5 წელი

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულს, მისივე მეუღლეს,  ქეთევან ჩხაიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ კახიშვილს უვადო პატიმრობა

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე ქეთევან ჩხაიძემ დანაშაულის დაფარვა აღიარა, ზურაბ კახიშვილი კი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მკვლელობა კასპში მიმდინარე წლის მარტში მოხდა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით, მოკლულის მეგობარი კახიშვილი, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კი მოკლულის ცოლი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი