მისი ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ​პენიტენციურ დაწესებულებაში იყოს - ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები ჩავლენ. დღეს მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტიც იგეგმება. 

ალტერნატიული კონსილიუმის წვერები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობას არ იძლევა. მათი თქმით, უნდა დაიწეროს დასკვნა, რომლის საფუძველზეც პენიტენციური სამსახური იმოქმედებს. 

ამასთან, მედიკოსები ამბობენ, მათ უნდა მიეცეთ ნებართვა, მესამე პრეზიდენტი 4-5 დღეში ერთხელ მაინც მოინახულონ. 

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიხატება, როგორც პოსტტრავმული სტრესული დაზიანების სინდრომი, აშლილობა და გარდა ამისა, არის ვერნიკეს ენცეფალოპათია. ორივე დაავადება, ეს არ არის მყარი და სტაბილური მდგომარეობა, იგი ცვალებადია დროში, დამოკიდებულია მკურნალობაზე, დამოკიდებულია იმ ემოციურ სტრესზე, რომელიც მან მიიღო და ღებულობს ამ დღეების განმავლობაში. მისი ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მან ერთხელ უკვე განიცადა წამება და არაადამიანური მოპყრობა", - ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, ხელსუფლება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას 1 კვირის ვადაში აპირებს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ექიმების შესაბამის დასკვნას ელოდება.

ამავე თემაზე:

"ნევროლოგიური სტატუსი არ უმჯობესდება, სჭირდება ხანგრძლივი თერაპია" | მიხეილ სააკაშვილი ექიმებმა მოინახულეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი