ეუთოს 28-ე მინისტერიალზე “ოთხეულმა” საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა

გამოქვეყნდა:

ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ე.წ. “ოთხეულმა” გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

უწყების ცნობით, გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო. 

“ოთხეული”, ეუთო-ს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე,  ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე - ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება. 

დოკუმენტში “ოთხეული” ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ",- ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ “ოთხეულის” განცხადება არის  ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი