"დასკვნა შეიძლება გახდეს დიდი ძვრების მიზეზი" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ჯიშჯარიანის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მესამე პრეზიდენტს არასაჭირო  ნეიროლეფსიური პრეპარატებს აძლევდნენ. ბექა ბასილაიას თქმით, უფლებადამცველები პრეპარატებთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნას ელოდებიან.

​"ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, როგორ უგულვებელყოფდა ხელისუფლება მის მიერვე დანიშნული სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ხელისუფლებას, ამ ნაწილში რომ ჩაედინა ის დანაშაულებრვი ქმედებები, რაზეც ქალბატონი მარიამი საუბრობს, ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ვიდრე არ იქნება შესაბამისი კომპეტენტური დასკვნა, მანამდე თვისობრივ კომენტარს ამ ნაწილში ვერ გავაკეთებთ",-თქვა ბექა ბასილაიამ.

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მარიამ ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს.

"ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის განცხადება უკიდურესად საყურადღებოა ჩვენთის, გვინდა, რაც შეიძლება ჩქარა ვნახოთ ის დასკვნა, რომლის გამოქვეყნებასაც ეს კონსილიუმი აპირებს, იმიტომ რომ ეს დასკვნა შესაძლებელია გახდეს დიდი ძვრების მიზეზი ამ ამბავში, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებისთვისაც",-თქვა შოთა თუთბერიძემ.

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით,  მესამე პრეზიდენტის მკურნალობისას, არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატები გამოიყენებოდა, რაც ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება.

ამავე თემაზე: 

პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში - ჯიშკარიანის განმარტება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი