ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ნევროლოგიურად, ლაბილურია.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მარიამ ჯიშკარიანმა მესამე პრეზიდენტი დღეს მოინახულა, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს.
"ეს პრეპარატები დანიშნულია საკმაო დოზირებით, ამ შემთხვევაში ამ პრეპარატების დანიშვნა საჭიროებას არ წარმოადგენდა და ამ პრეპარატებმა გამოიწვია სწორედ ის მდგომარეობა, მაგალითად, როცა უკრაინელი ადვოკატი საუბრობდა, რომ ბატონი მიხეილი ვერც კი იცნო, ისეთი შეცვლილი იყო. პრეპარატის მოხსნისა და მკურნალობის ტაქტიკის შეცვლის შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა.
ამჟამად კოგნიტიური ფუნქციების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა რჩება ემოციური ლაბილობა, რაც დაკავშირებულია შიმშილობის შედეგებთან და თქვენ იცით, რომ შიმშილობის გაგრძელებაც დაკავშირებულია წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან და ამავადროულ გადმოყვანასთან სხვა კლინიკაში და შესაბამისად მიადგა ზიანი, აღენიშნება ვერიკეს ენცეფალოპათია, რომლის ნევროლოგია თვალსაჩინოა ჩვენთვის,-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისას არასაჭირო პრეპარატების გამოყენებას, ჯიშკარიანმა თქვა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება "ფსიქოფარმაკოლოგიურ წამებად" ფასდება
"ზოგადად, როცა ციხეებში ხდება ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება, ეს განიხილება, როგორ ფსიქოფარმაკოლოგიური წამება და შესაბამისად ახსნა-განმარტება უნდა გაკეთდეს, რატომ იყო დანიშნული",-თქვა მან.
კითხვაზე, რამდენად იძლევა შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გორის ჰოსპიტალიდან 1 კვირაში რუსთავის ციხეში დააბრუნონ, ჯიშკარიანმა განცხადა, რომ ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა.
„გარდა იმისა, რომ საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა, ასევე საჭიროა, მომდევნო ნეირორეაბილიტაცია, რომელიც არ ვიცი საქართველოში სად ტარდება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
სკანდალურ განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ, პირველად "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" საუბარში დღეს გააკეთა.
ინფორმაცია დაადასტურა "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ექიმმა ოთარ თოიძემაც.
ამავე თემაზე: