ჯერ ხომ ცალკე საკითხავია, რისთვის დააკავეს მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად ქუჩაში მიმდინარე აქციის დროს გიგი უგულავა და მასთან ერთად კიდევ ოთხი პირი?
და შემდეგ კითხვებს აჩენს ამ ამბის გაგრძელება - ან მარნეულში რატომ წაიყვანეს და რა ვითარება დახვდათ მათ იქაურ იზოლატორებში?
მდგომარეობა ადამიანური ღირსებისთვის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და, უბრალოდ, გულისამრევი, როდესაც პრობლემა სველ წერტილებს ეხება.
თუმცა არც მშრალ ნაწილებშია დიდი წესრიგი - მაგალითად, აღმოჩნდა რომ იზოლატორში ქართულის გარდა უცხოენოვანი წიგნების შეტანა აკრძალულია. რატომ? რა ახსნა შეიძლება ამას ჰქონდეს?
დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე თვითონაც არ აქვთ პასუხი... და უცხოენოვანი პირი თუ დააკავეს იქ, საწყალი, მოუწევს ქართულის სწავლა, თუ დროის გაყვანას წიგნის კითხვით მოისურვებს.
ავტორი: ანა ასათიანი