მწვანე გაუგებრობა | ორპასპორტიანობა და ახალი რეგულაციები საქართველოში

გამოქვეყნდა:

მწვანე პასპორტი, რომელიც მწვანე გაუგებრობად იქცა, ყოველ შემთხვევაში, სანამ ხალხი გაერკვევა, აპლიკაციების რამდენიმე ვერსიიდან, რომელი უნდა ჩამოტვირთო; უცხოეთისთვის რომელია, საქართველოში რომელი გჭირდება? 

და, რაც მთავარია - რას ნიშნავს საქართველოში მოქმედი მუდმივი მწვანე პასპორტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდი გადატანილი აქვთ? 

მწვანე პასპორტის მიზანი ის არის, რომ ვინმე კოვიდისგან სრულიად დაუცველი არ შეგეპაროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ვირუსის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი; და მაჩვენეთ, სად, ვინ და როდის თქვა, რომ კოვიდგადატანილი პირები სამუდამოდ არიან დაცული ხელმეორე ინფიცირებისგან? 

მეც ვიცნობ რამდენიმეს, შარშან რომ გადაიტანეს კოვიდი და წელს მეორედ დაემართათ. აი, ამ მეორედ დაავადებულებს და ადამიანებისთვის დიდი საფრთხის შემცველ პირებს მაინც მწვანე პასპორტი ექნებათ და ჩვეულებრივად შეძლებენ ობიექტებში შესვლას და სხვების დაინფიცირებას. რას ნიშნავს ეს? რა აზრი აქვს მაშინ საერთოდ ასეთ საშვს? 

მეორე - მწვანე პასპორტით დაწესებული შეზღუდვების მიზანი ხომ ის არის, რომ მოსახლეობაში ვაქცინაციის მოთხოვნილება გაზარდო. და ამ დროს ხელისუფლება, პრაქტიკულად, შეფარულ ანტი-ვაქსერულ კამპანიას აწარმოებს - მუდმივი მწვანე პასპორტის არსებობით "ოცნება" კოვიდ-გადატანილებს ეუბნება: თქვენ აცრა აღარ გჭირდებათ, თქვენთვის ყველა კარი ისედაც სამუდამოდ ღიაა. 

რაც მწარე ტყუილია - კოვიდ-გადატანილებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ანტი-სხეულები უმცირდებათ და ისევე სჭირდებათ აცრა, როგორც დანარჩენებს. 

ამიტომ, თუ მომავალში ეს არ გადაკეთდა, ამ ეტაპზე მწვანე პასპორტის "მუდმივობა" მხოლოდ სახიფათო ბოროტებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი