"ქართული ოცნება" ისტორიას წერს, ოღონდ როგორს - მოკლული პრეზიდენტი უკვე გვყავდა; მეორედ მოკლულს ჯერჯერობით გადავურჩით.
გასამართლებული აქამდე არ გვყავდა, იმიტომ, რომ მაგ მოვლენას 2003 წელს გადავურჩით, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ შევარდნაძის გასამართლებაზე თქვა უარი ქვეყნისთვის სიმშვიდის და ღირსების შესანარჩუნებლად.
მაგრამ "ოცნებამ" ეს ხარვეზიც გამოასწორა და საქართველოს ისტორიას გისოსებს მიღმა გამომწყვდეული პრეზიდენტიც აჩუქა.
ორი სხდომის მანძილზე მთელი ქვეყანა უსმენდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აბათილებდა მისთვის წაყენებულ აბსურდულ ბრალდებებს და თან დაპატიმრების შემდეგ პირველად მიმართავდა პირისპირ საქართველოს მოქალაქეებს და მსოფლიო საზოგადოებას.