ღამის კლუბები მუშაობის გასაგრძელებლად სპეციალურ პროტოკოლს დღეს სამინისტროს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

ღამის კლუბები სპეციალურ პროტოკოლს ჯანდაცვის სამინისტროს დღეს წარუდგენენ.

პროტოკოლი 4 პუნქტისგან შედგება: "ფეის კონტროლს" დაემატება, მწვანე ბარათისა და PCR ტესტის ჩატარების აუცილებლობა, გაიხსნება მხოლოდ ის კლუბები, რომლებიც კარგი სავენტილაციო სისტემით იქნება აღჭურვილი და სტუმრების რაოდენობაზე შეზღუდვა იმოქმედებს.

"დაშვება უნდა ხდებოდეს კოვიდპასის მეშვეობით, უბრალოდ ადაპტირებულ კოვიდპასზეა საუბარი, კოვიდგადატანილი, ვაქცინირებული,  48 საათიანი PCR-ის მეშვეობით, ამოღებულია ანტიგენი სრულად და შემცირებული იქნება PCR-ის ამპლიტუდა 72 საათიდან 48 საათამდე", - თქვა საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელმძღვანელმა, დავით ლეჟავამ.

საკლუბო ბიზნესმა სპეციალური გეგმა მას შემდეგ დასახა, რაც კლუბ "ხიდზე", შრომის ინსპეცია შევიდა და მისი დალუქვისა და 10 ათასი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად დაწესებულებაში რეგულაციების დარღვევა დასახელდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი