არავის უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალით - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

არავის უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალით, ხოლო თუ რუსული აგრესიის შედეგად ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება გახდება საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შვედეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს სამხედრო შედეგებსაც, ბლინკენმა უპასუხა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ასევე თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რუსეთმა იცოდეს, რომ აგრესიას მკაფიო პასუხი მოჰყვება.

"თუ ქვეყნებს მიეცემათ საშუალება, შეცვალონ მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალით და ამაზე არაფერი გაკეთდება, სხვა ქვეყნები ამავე დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება. თუ ქვეყნებს მიეცემათ უფლება, უკარნახონ თავიანთ დემოკრატიულ მეზობლებს რა პოლიტიკა უნდა გაატარონ, ვისთან შეიძლება ასოცირდნენ და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ეს ასევე, აგზავნის ძლიერ და ძალიან ცუდ შეტყობინებას მსოფლიოში სხვებისთვის, რომლებიც შეიძლება, შეეცადონ მსოფლიოში ამავეს გაკეთებას. ეს ასევე ეხება უკრაინას, მაგრამ არამხოლოდ უკრაინას",- თქვა ბლინკენმა. 

​იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი