2022 წლისთვის გათვალისწინებული ვაქცინები უკვე შემოტანილი გვაქვს - ხუციშვილი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, მომავალ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის ასაცრელად საჭირო ვაქცინები ქვეყანას უკვე აქვს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ჯანდაცვის ბიუჯეტი კოვიდთან მიმართებაში შეადგენს 500 მილიონ ლარს, აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ პრაქტიკულად წელს შევიძინეთ ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია მომდევნო წელს და შესაბამისად, მომდევნო წლისთვის გათვალისწინებული ვაქცინები პრაქტიკულად დღეს ქვეყანაში გვაქვს უკვე შემოტანილი", - თქვა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობას წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად აცრა სურდა, თუმცა 6 დეკემბრს მონაცემებით, ჯამში ორი დოზით აცრილი თითქმის 36%-ია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი