"ხულიგანი, დამცირებული, ცრუპენტელა, პუფი" - ღუდუშაურის ლექსიკა ნიკა მელიაზე საუბრისას

გამოქვეყნდა:

ხულიგანი, პუფი, ცრუპენტელა - ეს ლექსიკა გმოიყენა "ოცნების" დეპუტატმა ღუდუშაურმა ნიკა მელიაზე საუბრისას. ის თვლის, რომ რამდენჯერაც დაიბარებენ, მელია იმდენჯერ უნდა მივიდეს სუს-ში.

"რამდენჯერაც იქნება დანაშაულის ნიშნები, იმდენჯერ არის შესაბამისი ორგანო ვალდებული, რომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც მეათეჯერ იყოს ეს. ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ არის დამცირებული, ისეთ დღეშია ჩაგდებული, რომ ყველაში, დიდ ნაწილში გამოიწვია ემპათიური გრძნობები. კარგად იცით, რა დღეში ჩააგდეს - ჯერ აძახებინეს, რომ ვერ დააკავებდნენ, მერე გირაოს არ მიიღებდა, შემდეგ გამოვიდა და ამბობდა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, იქნებოდა პუფი და პირველი პუფი იყო თვითონ, როცა შემობრძანდა პარლამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგო განცხადებებით, რომ თურმე ინსტიტუციების კითხვებს არ გასცემს პასუხს, ამას როცა ამბობს, ეს იგივე ცრუპენტელა მელიაა, როცა თქვა, რომ ვერ დააკავებდნენ და გირაოს არ მიიღებდა. ერთი განცხადება მითხარით მისი, რომელიც შეასრულა, სად გინახავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თავის სიტყვას ასრულებდნენ,“- განაცხადა ღუდუშაურმა.

ნიკა მელია კი ლილუაშვილის უწყებაში მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან "მთავარი დებატების" ეთერში შაბათს განაცხადა. ენმ-ს თავმჯდომარე სუს-მა სავარაუდოდ მორიგი "სახელმწიფო გადატრიალების" საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარა, თუმცა კონკრეტულად როდის, ამ დრომდე უცნობია. უწყება მელიას ჯერ არ ჩაბარებია და შეტყობინება მას ტელეფონზე გაუგზავნეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი