„ემპათია“ -ს შემაჯამებელი საექსპერტო დასკვნა 10 დეკემბერს გამოქვეყნდება - მიხეილ სააკაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" შემაჯამებელი საექსპერტო დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, 10 დეკემბერს გასაჯაროვდება. ამის შესახებ ნათქვამია "ემპთიას" სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა: 

"ამჟამად, ჩვენი 22/11/2021 წლის მოთხოვნის საფუძველზე, 06/12/2021 – ში მივიღეთ N 12 – ე და N 18 – ე დაწესებულების სამედიცინო ბარათი, ასევე, პაციენტის 28/11/2021 წ. მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცა გორის ჰოსპიტალის სამედიცინო ბარათი, რომელიც ადვოკატების მეშვეობით 04/12/2021 წელს გადმოეცა ცენტრ „ემპათია“ -ს. შემთხვევის სირთულისა და დოკუმენტაციის მოცულობის გათვალისწინებით, ცენტრი „ემპათია“ -ს შემაჯამებელი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილი იქნება 10/12/2021 წლისთვის. დასკვნითი ნაწილი პაციენტთან შეთანხმების შემდეგ იქნება გასაჯაროებული და ცენტრ „ემპათია“ – ში ჩატარდება ბრიფინგი, რომლის ზუსტ დროს დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას. აღნიშნული დასკვნა გადაეცემა ბატონ მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს ადგილობრივ თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად, ასევე გადაეცემა საქართველოს სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორს, უკრაინის სახალხო დამცველს." ნათქვამია "ემპათიას" განცხადებაში. 

განცხადება სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი