მოსამართლემ ენმ-ს წევრს, დავით მჟავანაძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა - პროცესი ოზურგეთის სასამართლოში

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე კაპანაძემ ენმ-ს წევრს, დავით მჟავანაძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო 166 -ე მუხლით საქმის წარმოება შეწყვიტა.

მჟავანაძეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.

მჟავანაძე 3 დეკემბერს, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ს დეპუტატმა გოჩა შარაშენიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტა.

მჟავანაძის გარდა, პოლიციელებმა სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის კიდევ რამდენიმე დეპუტატი გაიყვანეს ძალის გამოყენებით. ერთ-ერთი მათგანის, შალვა თავდიშვილის ცემის ფაქტზე კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიებაც აქვს დაწყებული. 

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი