
სანზონაში, 15 წლის დავით კავეიშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალი წარუდგინეს.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული არასრულწლოვანი დუმულის უფლებას იყენებს. უფლებადამცველი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ საქმის მასალებში არსებული ცივი იარაღი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნოდა.
გვინდა რომ ობიექტური გამოძიება იყოს და აქედან გამომდინარე მოვითხოვთ სწორედ ამას. ახლა დუმილის უფლებას ვინარჩუნებთ, ბუნებრივია, ვერაფერ განმარტებას ვერ გავაკეთებ მაგრამ ადვოკატმა რადგან ბრძანა და გახმაურდა ეს, შემიძლია დავადასტურო, რომ ეს დანა მას არ ეკუთვნოდა და მას არ ჰქონია ეს დანა. დანა ამ ბიჭებს არ ჰქონდათ, - ამბობს ადვოკატი ბესიკ ბერიძე.
დაკავებულებითვის აღკვეთის ღონისძიების მინიჭებაზე ახლა უკვე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. სხდომა ჯერჯერობით არ ჩანიშნულა.