"მწვანე პასპორტი" ტრანსპორტსა და სამსახურებში | იტალია აუცრელებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებს

გამოქვეყნდა:

​​კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამო, იტალიამ არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა.

6 დეკემბრიდან საჯარო აქტივობები აკრძალული იქნება მათთვის, ვისაც არ აქვს ე.წ. მწვანე პასპორტი. ამასთან, ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ე.წ. მწვანე პასპორტი სავალდებულო ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამუშაო ადგილებში. 

იტალიაში მწვანე პასპორტის წარდგენა სავალდებულოა თეატრებში, კინოთეატრებში, მუსიკალურ ფესტივალებზე, სპორტულ ღონისძიებებზე, რესტორნებსა და ბარებში. ქვეყანაში ე.წ. მწვანე პასპორტი იანვრის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი