"წაიღეს სანადირო თოფები, რომლებიც გაფორმებული მაქვს" - სამეგრელოში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანის სახლი გაჩხრიკეს

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაციების სერია სამეგრელოში - პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შემდეგ მისი სახლიდან სანადირო თოფები წაიღეს, რომელიც გაფორმებული აქვს.

ის მომხდარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი ძალოვანების მიმართ დევნა დაიწყო, რადგან ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ხელს უშლიან.

შამახია ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა "ჩაუდო".

"მქონდა ინფორმაცია რომელმაც გაამართლა, ლექსო რაფავა დააკავეს და მისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა, რომელიც ჩაუდეს და არის მაგის მოწმეები, ოჯახის წევრები. არ ვიცი ეს რას ემსახურება, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არის არჩევნები, ჩვენ მათ ხელს ვუშლით კარუსლების გაკეთებაში, პასპორტები და მთელი კასკადია გაყალბებების. 

ჰქონდა მიყურადება ჩემ სახლს, ოჯახს, გაჩხრიკეს კიდეც. როგორც ოჯახის წევრი მეუბნება წაღებულია სანადირო თოფები, რომლებიც გაფორმებულია", - თქვა ყოფილმა ძალოვანმა, რუსლან შამახიამ.

სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. გვიან ღამით, ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი