"ობიექტურად ჩატარდეს გამოძიება" | ნუგზარ ფუტრაკაძის ოჯახმა ბათუმში აქცია დააანონსა

გამოქვეყნდა:

ხვალ, 7 დეკემბერს 13:00 საათზე ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ნუგზარ ფუტკარაძის დამ, ნაზი ფუტკარაძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა. ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვს.

ხვალ, 7 დეკემბერს დაანონსებული გვაქვს ქალაქის მთავარ სამმართველოსთან 13:00 საათზე აქცია მოთხოვნით - ობიექტურად ჩატარდეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები და ამაში ჩართული პირები შესაბამისად დაისაჯონ, მაგრამ ამ დეპარტამენტში ზის დავით რიჟვაძე, ვინც დაავალა ამ ორ პიროვნებას ჩემს ძმაზე ზეწოლა. სანამ ეს მამა-შვილი ბოგინობენ აჭარაში უსამართლობა მიდის და არ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს გამოძიება ობიექტურად წარიმართება, მაგრამ ყველა ღონეს ვიხმართ და არ გავჩერდებით, სანამ სამართლიანობას არ ვიპოვით", - თქვა ნაზი ფუტკარაძემ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა.

​ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან სწორედ ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი