შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ფუტკარაძის გარდაცვალების დღესვე, 18 ნოემბერს აღიძრა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ თემაზე არ გაკეთებულა.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ამავე გამოძიების ფარგლებში არიან დაბარებული გამოკითხვაზე ენმ-ს ადგილობრივი ლიდერები. მედიაში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი