
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს.
ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმისა და ხელისუფლების მხრიდან მედიაზე კონტროლის მცდელობები მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და დემოკრატიული ღირებულებების შესუსტებაზე მიანიშნებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო მზარდია რეპრესიებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რამაც უკვე შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო.
"საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო მზარდია რეპრესიებისა და მედიის თავისუფლების დარღვევის ფაქტები, რამაც უკვე მიიღო შემაშფოთებელი ხასიათი. მედიის კონტროლის სხვადასხვა სახის მცდელობები, ზეწოლის სხვადასხვა ფორმების გამოყენება და ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, მათზე ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმის ფაქტების სულ უფრო მზარდი ტენდენცია მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და იძლევა მწვავე სიგნალს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების შესუსტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის შესუსტების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
დასკვნა სრულად იხილეთ აქ.