ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს ერთმანეთს ვიდეო ფორმატში შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 7 დეკემბერს ვიდეო ფორმატში გამართავენ შეხვედრას. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის თქმით, ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ს შეშფოთებას რუსეთის სამხედრო მოქმედებების მიმართ უკრაინის საზღვარზე და კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილავენ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების რიგ საკითხებს, მათ შორის სტრატეგიულ სტაბილურობას, კიბერ და რეგიონალურ თემებს.

"მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ველოდოთ, რომ - ჩვენი შეშფოთება საზღვარზე სამხედრო მოქმედებების შესახებ განხილვის მთავარი ნაწილი იქნება", - განაცხადა პრესმდივანმა.

მისივე განცხადებით, დიპლომატია სწორი გზაა, თუმცა თუ პუტინი სამხედრო მოქმედებებში "წინ სვლას" გააგრძელებს, მაშინ აშშ პარტნიორებთან მთელ რიგ ეკონომიკურ სანქციებსა და ნაბიჯებს განიხილავს, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ გადადგამენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი