დღევანდელი პროკურატურა ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა ბრალს საქართველოში დაბრუნების გამო - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ადვოკატები მოინახულებენ.

უფლებადამცველები შეხვედრისას 9 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ისაუბრებენ, სადაც მესამე პრეზიდენტს გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამ ქვეყნის მთავარ რეფორმატორს, ნამდვილად აქვს უფლება, შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და მაშინ, როცა ის იდევნება, მაშინ როცა მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების, არის ლეგალური. 

დღევანდელი პროკურატურა, დარწმუნებული ვარ ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც საქართველოში დაბრუნების გამო, აქედან გამომდინარე ამ საქმის იურიდიულ კაზუისტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა, ეს იყო პოლიტიკური აქტი", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ხვდება. 

ცნობისთვის, ხვალ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გააქტიურდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი