ზურაბ ზვიადაურს რომ ეგ რეაგირება არ მოეხდინა, ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა - მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებული

გამოქვეყნდა:

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ჯაბა ჯანგირაშვილმა. მან გირაოთი გათავისუფლებული ზვადაური გაამართლა და თქვა, რომ რომ არა მისი რეაგირება ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა.

ჯანგირაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად იყო დაკავებული. ის თელავის რაიონულმა სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მას გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

"პირველი კონფლიქტი რომ მოხდა, ადგილზე არც ზურაბ ზვიადაური და არც ვასილ ცოცხალაშვილი არ ყოფილან. კონფლიქტი ჩემი პირადული იყო. სამშენებლო მასალებზე დაიწყო. და ზვიადაურები არც წილში არიან. ეს ჩხუბი რომ გაგრძელდა, ზურა შემთხვევით მოვიდა. რადგან მე დამირეკა და მითხრა, ზვიადს ვურეკავ და არ მპასუხობს, სად ხართო. გამარჯობაც არ ჰქონდა ნათქვამი, კონფლიქტი რომ დაიწყო. მე უსამართლოდ ვიცემე და ზურას რომ ეგ რეაგირება არ მოეხდინა, არც მე ვიდგებოდი ახლა აქ. არც ზურა იქნებოდა ცოცხალი და ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა"- ამბობს ჯანგირაშვილი.

ბრალდებულის თქმით, ჯერ არ დასრულებულა ექსპერტიზა, რომელმაც უნდა გაარკვიოს, მისი იარაღიდან განახორციელა თუ არა გასროლა ზურაბ ზვიადაურმა, რის შედეგადაც, ადგილზე დაიღუპა საქმის მონაწილე ნიკა კენჭოშვილი.

"შეიარაღებულები არ ვიყავით. იარაღი კონფლიქტის გამო არ გვქონდა. მე მქონდა გაფორმებული, ტარების უფლებით და მედო მანქანაში. სავარაუდოდ, ჩემი იარაღიდან არ ყოფილა გასროლა. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ცოცხალაშვილმა, ჰაერში ისროლა გაფრთხილების მიზნით, არ იჩხუბოთო. ამის შემდეგ, კენჭოშვილმა დამიზნებით ისროლა. იქიდან ვიღაცამ დაიძახა, ვინც პირველ ჩხუბში იყავით, ცალკე გადმოდით, ბევრი სისხლი არ დაიღვაროსო. სროლა იყო დამიზნებით. ამიტომაც, ზურას რომ არ ესროლა, შეიძლება ათზე მეტი ადამიანი დაიღუპებოდა"- თქვა ჯანგირაშვილმა.

დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში სხდომა ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საკითხით გაიხსნა. პროცესს მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურიც ესწრებოდა, თუმცა, ის კამერებს ამ დრომდე ემალება.

შეგახსენებთ, მკვლელობა წინანდალში მოხდა. ორმხრივი სროლისას დაიღუპა 3და დაიჭრა 2 პირი. ერთ- ერთი მოკლული ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი, 50 000- ლარიანი გირაოთია გათავისუფებული.

შემდეგი სასამართლო სხდომა 21 იანვარს არის ჩაინიშნა.

ავტორი: ია გულიაშვილი

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი