
საქართველოსა და უკრანაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმებით ოფიციალურ ბიშკეკშიც დაინტერესდნენ. დღეს ყირგიზეთის პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების გუნდის წევრებს შეხვდა.
როგორც ცნობილია, სადირ ჟაპაროვი განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესში გატარებული რეფომრებითა და გამარტივებული რეგულაციებით დაინტერესდა.
დღევანდელ შეხვედრაზე ყირგიზეთის პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებული სხვა რეფომრებიც განიხილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდთან მომავალ კვირაში ახალი შეხვედრებიც დაანონსა.
როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისი ხელმძღვანელი მარია ბარაბაში ამბობს, პირველი რეფორმა, რომლის გატარებაც ყირგიზეთში სურთ, სამშენებლო და არქიტექტურის სექტორს ეხება. მისივე თქმით, პრემიერი ჟაპაროვი მოხარულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული რეფორმები და ინიციატივები მოქმედია და ეს ეხმარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს განვითარებაში.
დღეს ბიშკეკში, ყირგიზეთის ახლადარჩეულ პრემიერსა და მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს წარმომადგენლებს შორის, მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. პრემიერმა ჟაპაროვმა თქვა, რომ მოხარულია მიხეილ სააკაშვილის რეფორმების გუნდის ყირგიზეთში ჩამოსვლით და სურს, რომ გაატაროს ის რეფორმები, რომელიც სააკაშვილმა საქართველოში განახორციელა.
მოხარულები ვართ ამ ფაქტით და მადლობა ჩვენი ოფისის ბიუროს უფროსს, ვინც ამ შეხვედრის ორგანიზება მოახდინა. მომდევნო სამშაბათს, მე და ჩემი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი, ბიშკეკში ჩავალთ და პრემიერთან იმ რეფორმების შესახებ მოლაპარაკებებს გავმართავთ, რომელთა იმპლემენტაცია სურთ.
პრემიერმა ჟაპაროვმა დაადასტურა, რომ პირველი რეფორმა, რომლის გატარებაც უნდათ, სამშენებლო და არქიტექტურის სექტორს ეხება. აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოსა და უკრაინაში გაწეული სამსახური გასაოცარი იყო. მიუხედავად არსებული დროებითი ზომებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკანონოდ იმყოფება პრემიერი მიესალმება რეფორმების ექსპერტებს, რათა ახალი ყირგიზეთის აშენებაში დაეხმარონ.
პრემიერი მოხარულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული რეფორმები და ინიციატივები მოქმედია და ეს ეხმარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს განვითარებაში. მზად ვართ, დავეხმაროთ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მზად იქნება კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლოს და დემოკრატული რეფორმები გაატაროს, - ამბობს მარია ბარაბაში.