მიხეილ სააკაშვილის ღირსების შელახვა და პირადი მონაცემების უკანონო გასაჯაროება | სახელმწიფო ინსპექტორის სკანდალური დასკვნა

გამოქვეყნდა:

ღირსების შემლახავი მოპყრობა პატიმრობისა და შიმშილობის ყველა ეტაპზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადასტურებს - "ქართული ოცნების" ხელისუფლება პირველივე დღიდან მიხეილ სააკაშვილის დამცირებისა და დისკრედიტირების მიზნით, მუდმნივად არღვევდა კანონებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ დოკუმენტში, დეტალურადაა აღწერილი და შემდეგ შეფასებული ყველა ფაქტი, რომელშიც მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამინურ მოპყრობაზე კითხვები ჩნდებოდა. სახელმწიფო ინსპექტორი ფაქტობრივად ყველა ფაქტს აფასებს როგორც ღირსების შემლახავს და პერსონალური მონაცემების დაცულობის პრინციპი დაარღვევას.

და ამ ფაქტების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია - საბოლოოდ დადგენილია, რომ სააკაშვილის უფლებები ირღვეოდა ფაქტობრივად ყოველთვის, როდესაც ხელისუფლება რაიმე ტიპის აქტივობას ახორციელებდა.

პირადი მონაცემების უკანონო გასაჯაროებად და ღირსების შელახვად შეფასდა მესამე პრეზიდენტის მიერ კონსილიუმის დანიშნულებით მინერალების მიღება, მისი საკნის კადრების გამოქვეყნება და იმის ჩვენება, რომ თავისი ნებით გადადის მე-12 დაწესებულებიდან. კიდევ უფრო მძიმედაა შეფასებული რეანიმობილში გადაღებული კადრები და შემდეგ პრეზიდენტის შეთრევა გლდანის ციხის პალატაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი